"ევროკავშირმა ახლა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს საკმაოდ დამსახურებულად უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს", - ასე უპასუხა ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ "თვითერზე" განთავსებულ განცხადებას, რომელშიც იგი ევროპელ მაღალჩინოსნებს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დაუღალავი შრომის საფასურს ვხედავთ", - წერს ჰანი.
გიორგი კვირიკაშვილი ვიზა-ლიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს, ევროკომისარს იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეიზდენტს, მარტინ შულცს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„გასულ კვირას კარგი შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე გაწეული ჩინებული სამუშაოსთვის. ჩვენ ახლა ყველანი ველოდებით სწრაფ დამტკიცებას“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი „თვითერზე“ ინგლისურად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.