საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, აბულფას გარაევს შეხვდა.
"შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად, მნიშვნელოვანი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება.
ყურადღება დაეთმო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ფორუმის - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის” ფარგლებში განსახილველ თემებს, რომელთა შორისაა - განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები და ა.შ.
შეხვედრისას, ასევე დადებითად შეფასდა ტურისტების ზრდის დინამიკა", - ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.