სერგეი ლავროვი: სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოში საბრძოლო ოპერაციები შეაჩერა, რადგან იქ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის დიდი ოპერაცია მიმდინარეობს
08-12-2016, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოში საბრძოლო ოპერაციები შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს. ეს ნაბიჯი საბრძოლო ზონაში მომწყვდეული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის საშუალების მიცემისთვის გადაიდგა. ლავროვმა თქვა, რომ 8 000-ზე მეტი მოქალაქე იქნება გამოყვანილი.

 


სამთავრობო ძალებმა ბოლო რამდენიმე კვირაში აღმოსავლეთ ალეპოს 75% აიღეს - ადგილები, რომელზეც ბოლო 4 წლის განმავლობაში კონტროლი მეამბოხეებს ჰქონდათ დაკავებული.

 


შეერთებული შტატები მიესალმა „სიმპტომებს, რომ შესაძლოა რაღაც პოზიტიური მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ და შევხედოთ“.

 


„ჩვენი მიდგომა მდგომარეობისადმი არის, ყურადღებით მოვუსმინოთ თუ რას ამბობენ რუსები, მაგრამ დაწვრილებით გამოვიკვლიოთ მათი ქმედებები“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.

 


გერმანიაში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მყოფმა ლავროვმა თქვა: „მე შემილია გითხრათ, რომ დღეს, სირიის არმიის საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ ალეპოში შეჩერდა, რადგან იქ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის დიდი ოპერაცია მიმდინარეობს“.

 


მან ასევე განაცხადა, რომ რუსი და ამერიკელი სამხედრო ექსპერტები შაბათს ჟენევაში შეხვდებიან იმ გზების განსახილველად, როგორ დასრულდეს ძალადობა ალეპოში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი