პირველი ამერიკელი კოსმონავტი, ჯონ გლენი, რომელმაც 1962 წელს დედამიწას შემოუარა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყოფილი მეზღვაური და სენატორი კულომბოში, ოჰაიოში, ერთ კვირაზე მეტ ხანს იყო საავადმყოფოში მოთავსებული თავისი შვილების და 73 წლის განმავლობაში მისი მეუღლის გარემოცვაში.
მისმა მიღწევამ ეპოქალური მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები პილოტირებული საფრენი აპარატით კოსმოსის გამოკვლევაში საბჭოთა კავშირს დაეწია.
გლენს ვირჯინიაში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კოსმოსიდან დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, 1974 წელს, გლენი შეერთებული შტატების სენატის წევრად აირჩიეს, როგორც „დემოკრატი“ და მან 24 წელი იმსახურა სენატორად.
1998 წელს - მისი ისტორიული გაფრენიდან 36 წლის შემდეგ, 77 წლის ასაკში, გლენი მეორედ გაფრინდა კოსმოსში და პლანეტის ყველაზე მხცოვანი კოსმონავტი გახდა, რომელმაც ამ ასაკში ორბიტაზე გავიდა.

წყალსადენის ხელოსნისა და სკოლის მასწავლებლის ერთადერთი ვაჟი, გლენი კემბრიჯში, ოჰაიოს შტატში 1921 წელს დაიბადა.
იგი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ფრენით და მთელი ცხოვრება შეინარჩუნა მისადმი სიყვარული და 90 წლის ასაკშიც თავად მართავდა მის თვითმფრინავს.
იგი დაქორწინებული იყო მისი ბავშვობის სიყვარულზე, ანი კასტორზე და მათ ორი შვილი, დევიდი და ლინი ჰყავდათ.
გლენის მეუღლეს ახლაც 125 დოლარის ღირებულების ნიშნობის ბეჭედი უკეთია, რომელიც მან მისთვის 1942 წელს იყიდა.
გლენი ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში ჩართვამდე, მე-2 მსოფლიო ომსა და კორეის ომში მებრძოლი მფრინავი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.