„მცხეთის ისტორიულ ძეგლებს“ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
09-12-2016, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესია გაიმართა. სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო საქართველოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ძეგლი აკმაყოფილებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ სამივე პირობას:

 


ძეგლი წარმოადგენს უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობისთვის (აღსანიშნავია, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი);

 


ძეგლი დაცულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ზომებით, რაც აღიარებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ძეგლის განსაკუთრებულ დაცულობას;

 


ძეგლი არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების ფარად.



შესაბამისად, კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.

 

 

„გაძლიერებული დაცვის“ ქვეშ მყოფ ძეგლს იცავს იმუნიტეტი, რომლის ხელყოფაც „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მე-2 ოქმის თანახმად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 

 

ამასთანავე, საქართველო, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის წევრი 2013 წლიდან, ხელახლა იქნა არჩეული კომიტეტის თანათავმჯდომარე ქვეყნად.

 

 

კომიტეტის სესიის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი