თბილისში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი საფუძველს ჩაუყრის საინტერესო იდეებს, რომლებიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს ქვეყანაში და თავის წვლილს შეიტანს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღეს საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული სვლა დაგეგმილი დღის წესრიგის განსახორციელებლად.
„ზუსტად ამ მომენტში როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია ასეთ შედეგს, ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ დღეს ჩვენ ქალაქის ცენტრში გვაქვს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. გილოცავთ! ნამდვილად ძალიან კომფორტული სივრცეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ სივრცეში მიღებულ იქნება არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყველაზე მეტად დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება ერთად დგომა და თანმიმდევრულად სვლა იმ მიმართულებით, რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ არათუ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ასეთი თავდაჯერებული, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გველოდება წინ, არ ვყოფილვარ არასდროს. განწყობა, რომელიც მე გამაჩნია და ჩვენს გუნდს გააჩნია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში - სრულიად ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანას უკეთესობისკენ და რომელიც იქნება ნამდვილი გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეს არის რეალობა და ეს არის ის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს არსებობს, ეს არის ის პოტენციალი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ბიზნესასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს და საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. თანამედროვე დიზაინის მქონე ბიზნესცენტრის საერთო ფართობი 9105 კვადრატული მეტრია და იგი მოიცავს საოფისე და კომერციულ სივრცეებს.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.