საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება
09-12-2016, 01:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში “ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის - OGP 16” მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან მარკ ეროს სახელით გაიმართა.

 


საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც OGP16 -ის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს სამიტში და ოფიციალურ მიღებაში მონაწილეობისათვის.

 


ჟან მარკ ეროს განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს დელეგაცია ყოველთვის განსაკუთრებული პატივით იქნება მიღებული და საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება.

 


“OGP16 - ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იღებდნენ.

 


„ღია მმართველობის პარტნიორობა - OGP'' 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ს შეუერთდა და მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

 


პარტნიორობის ფარგლებში საქართველო 2014 წელს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად და 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან კი, ერთი წლის ვადით, საქართველო წამყვანი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი