საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
09-12-2016, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს კლოდ ბარტოლონეს შეხვდა.

 


საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები - საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, საქართველო - საფრანგეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატების განვითარების საკითხები განიხილეს.

 


როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერას.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს და საფრანგეთს საუკუნეების განმავლობაში ღრმა ისტორიული და კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ და თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენს ხალხებს შორის კი, არსებული უძველესი კავშირები, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება და თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერება.

 


„საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური როლი აკისრია- სურს გახდეს რეგიონული ჰაბი აზიასა და ევროპას შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ კონტინენტს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურული კავშირების განმტკიცებას.

 


არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს განსაკუთრებული როლი ეკისრება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. რეგიონის სტაბილურობა კი, პირდაპირაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან.

 


საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება საერთაშორისო რეგიონულ პროექტებში ჩართულობით",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენს.

 

 

საქართველო მიესალმება გუშინდელ გადაწყვეტილებას შეჩერების მექანიზმის შესახებ და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესი სწრაფად დასრულდება.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. საქართველო ფრანგ პარტნიორებთან ერთად წარმატებით მონაწილეობს ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია.

 


საქართველო აფასებს საფრანგეთის ჩართულობას თავდაცვის სფეროში და დაინტერესებულია ფრანგულ მხარესთან ურთიერთობების გააღრმავებით.

 


საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო.

 


„ვაფასებთ მოკავშირეების ჩართულობას არსებით ღონისძიებათა პაკეტის ეფექტური განხორციელების მიმართულებით.

 


ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარშავის სამიტზე მოკავშირეების მიერ გაკეთებული განცხადება, იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO -ში გასაწევრიანებლად მომზადებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების და გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი