გიორგი მარგველაშვილმა ინალკოში ქართული ენის კათედრის საბიბლიოთეკო ცენტრს საქართველოდან საჩუქრად წიგნები ჩაუტანა
09-12-2016, 01:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია და ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუნედტებს შეხვდა.

 


ინალკო - აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ უნივერსიტეტი ერთადერთი დიდი უნივერსიტეტია ევროპაში, სადაც ქართული ენის კათედრა მოქმედებს და ქართული ენის სწავლება და სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი ინალკოს სამეცნიერო, საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო ცენტრს ეწვია და წიგნის ფონდი დაათვალიერა, სადაც უნიკალური ქართული ხელნაწერები და ქართულ ენაზე დაბეჭდილი ლიტერატურა ინახება და რომლითაც სარგებლობა უნივერსიტეტის 9 000 სტუდენტს შეუძლია.

 


გიორგი მარგველაშვილმა საბიბლიოთეკო ცენტრს საჩუქრად საქართველოდან წიგნები ჩაუტანა.

 


პრეზიდენტი ქართული ენის პროფესორებს იმ პრობლემების შესახებ გაესაუბრა, რომელიც ქართული ენის კათედრის წინაშე დგას- მიმდინარე წელს სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი მასწავლებლიდან ერთი შტატის გაუქმების შესახებ.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ინალკო ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც შეუძლია ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოს ისტორიისა და გეოპოლიტიკის შესახებ პოლიტიკური და საქმიანი წრეებისა და ინსტიტუტებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასავლელი ექსპერტები საქართველოს შესახებ დოკუმენტაციას რუსული, ან მერიკული წყაროებიდან იღებენ.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული ენა და ანბანი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იუნესკომაც აღიარა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის კათედრის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი