დღეს ჩვენი დროის თვალსაჩინო პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში. მისმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ მთლიანად საზოგადოების, მედიის, სამოქალაქო სექტორის დღევანდელი სახე, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას.
ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეებით ზურაბ ჟვანიამ გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა იმ ისტორიულ სახელთა შორის, ვინც არაერთი თაობისათვის კვლავ იქნება ორიენტირი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. იგი 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.