კანადა მზად არის კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან დიონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბოლო პერიოდში საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკით, რისი გამოხატულებაც იყო მიმდინარე წლის მაისში საქართველოსა და კანადას შორის გამართული პოლიტიკური კონსულტაციები.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში სამაგალითო დემოკრატიის როლი და მიესალმა საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის სატრანზიტო და ბიზნეს შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას, რაც თავის მხრივ საინტერესო იქნება კანადური ბიზნესისთვის. მინისტრები შეთანხმდნენ მომავალში აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა ამ საკითხზე.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ პრაქტიკული დახმარებისთვის, რასაც კანადა იჩენს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, კონკრეტულად კი არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
შეხვედრაზე აღინიშნა კანადის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყველა საერთაშორისო ფორმატში. შეხვედრის დასასრულს მინისტრმა კანადელი კოლეგა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.