ჰამბურგში - ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა.
სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან.
სხდომაზე, საქართველომ 2017 წელს სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საბჭოს წარუდგინა საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა „ერთად - ძლიერი სუამ-ისთვის“ და ისაუბრა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა სხდომის ოქმი.
საგარეო უწყების ცნობით, ასევე გაიმართა სუამ+იაპონია ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ხოლო იაპონურ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ნობუო კიში. შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას და ისაუბრეს მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ხელმოწერილი „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის“ (“GUAM-Japan Cooperation Program”) ფარგლებში ახალი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავებისა და იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე. სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს იაპონურ მხარეს აქტიური მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის, ასევე, სუამ-ის ექსპერტებისთვის ყოველწლიური სემინარების ორგანიზებისთვის, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.