საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებას უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ ჟან მარკ ერომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ქართველ კოლეგას ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმების მიღწევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის დარჩენილი პროცედურები მოკლე ვადაში დასრულდება.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას მთელს ამ პროცესში მისი პირადი მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, ხალხთაშორისი დიალოგის, ბიზნეს კავშირების გამყარებას და იქნება რეგიონში ევროკავშირის წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.
საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მიულოცა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მუდმივი წარმომადგენლობის თბილისში გახსნის გადაწყვეტილების გამო, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყებს ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებას ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სექტორული მიმართულებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მიხეილ ჯანელიძემ ფრანგ კოლეგას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. დასასრულს მიხელ ჯანელიძემ ჟან მარკ ერო ოფიციალურ ვიზიტად საქართველოში დაპატიჟა და კმაყოფილებით აღნიშნა საფრანგეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება თბილისში უმასპინძლოს ორი ქვეყნის რეგიონალურ ამბასადორიალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.