კახა კალაძე: ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზებს, რომ ჩაბნელებულები არ ყოფილიყვნენ ისინი
12-03-2015, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დადასტურა მისი აფხაზ ენერგეტიკოსებთან შეხვედრის ფაქტი, რომელიც აფხაზური მედიით გავრცელდა და თქვა, რომ აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს.

 

 

კალაძის თქმით, "როდესაც პრობლემები ჰქონდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზებს, რომ ჩაბნელებულები არ ყოფილიყვნენ ისინი".

 

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მორიგი შეხვედრა აფხაზურ მხარესთან 6 მარტს გაიმართა.

 


"წლებია, დამყარებულია კარგი ურთიერთიობა, ეს ახლაც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე, კერძოდ არხის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ დავათავლიერეთ აგრეგატები. იცით, რომ ენგურის აგრეგატები არის განთავსებული საბერიოში. დასრულებულია სარეაბილატიო სამუშაოები, 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას. ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და ამისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

რაც შეეხება კითხვას, იმ შემთხვევაში თუ გაჩერდება "ენგურჰესი", თუ იყო საუბარი ალტერნატივაზე, საიდან მიეწოდება აფხაზეთს ელექტროენერგია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და მათ მთავრობა მიაწვდის ელექტროენერგიას.

 


"ამ ყველაფერს სახელმწიფო თავის ხარჯზე იღებს. ყველა სარეაბილატაციო სამუშაო, რომელიც იყო ჩატარებული, ტარდება და მომავალში ჩატარდება, ჩვენ ვიღებთ ამ ხარჯებს ჩვენს თავზე. იყო შემთხვევები, როდესაც პრობლემები ჰქონდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს, ჩვენ რუსეთიდან შემოგვქონდა ელექტროენერგია და ვაწვდიდით აფხაზებს, რომ ჩაბნელებულები არ ყოფილიყვნენ ისინი", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი