საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა
09-12-2016, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამი “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან გამართა.

 


კლუბის წევრებმა და საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე შედიოდნენ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს.

 


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შედგა ძალიან ღია საუბარი საქართველოსათვის მნიშვნელოვან თემებზე, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

 


საფრანგეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემების ფართო სპექტრს, როგორც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპაციის თემებს.

 


“დღეს საფრანგეთი მომავალი არჩევნებისათვის მზადების პოლიტიკურ პროცესშია და ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ პოლიტიკურ წრეებამდე და მაქსიმალურად გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პოლიტიკურ წრეებში'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 


როგორც კლუბის თავმჯდომარემ ჟან პოლ კარტერონმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს.

 


შეხვედრისას საუბარი პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროების განვითარების თემებსაც შეეხო, მათ შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი