ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს
09-12-2016, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს -განცხადება ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხელ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ დინამიკას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ საქართველოში ნორვეგიული ბიზნესისა და ინვესტიციების გაზრდის მიმართულებით. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგო სექტორში არსებული ნორვეგიული ინვესტიცია. ისაუბრეს ტურიზმის და სატრანსპორტო სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.

 

 

შეხვედრაზე ბორგე ბრენდემ ქართველ კოლეგას მიულოცა ვიზა-ლიბერალიზაციის კონტექსტში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე და იმედი გამოთქვა რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მალე ამოქმედდება.

 

 

მიხელ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორვეგიელ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნორვეგიის პრაქტიკული დახმარება და ასევე მადლობა გადაუხადა მათ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი