"ქვეყნის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაჩქარებას. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იქნება ამის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი", - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი მნიშვნელოვანი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
ხელმოწერა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა და მას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაეწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.