ზურაბ ალავიძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა
09-12-2016, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

 

სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება მყარი ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს.

 


გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი