ჰამბურგში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
"დუნია მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა თავისუფალი და პლურალისტული მედიის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რომელიც სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა დუნია მიატოვჩის საქართველოში მედიის განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის და დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.