ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს
09-12-2016, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი კურსი, რომელიც თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს, ნატო-ს მხარდაჭერით, ასევე JTEC-ის და ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის - ნორვეგიის ზამთრის საბრძოლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

 

 

უწყების განმარტებით, კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პრაქტიკულ ნაწილს კურსის მონაწილეები ნორიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადიან, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედების შესახებ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზამთრის კურსის პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას ქართველი სამხედროები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქტორისგან მიღებული კონკრეტული დავალების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესრულება დაევალა. ჯგუფები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების და იმპროვიზაციის მიხედვით შეფასდნენ. ინსტრუქტორებმა დაწვრილებით განიხილეს კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ქარში და წვიმაში კარავის ან სხვა ნებისმიერი საფარის სწორად აგებას, კოცონის დანთებას, პირადი ნივთების მშრალად შენახვას და სხვა დეტალებს მოიცავდა. მონაწილეებმა გააანალიზეს შეცდომები და ინსტრუქტორებისგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს.

 


კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე კლიმატური პირობების გავლენის შესახებ, ასევე, თუ რა სახის დაზიანებები შეიძლება მიიღონ და როგორ უნდა მოქმედებდეს პირადი შემადგენლობა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში. კურსის მსვლელობისას სამხედროებმა რთულ კლიმატურ პირობებში იარაღისა და პირადი აღჭურვილობის მშრალად შენარჩუნების წესები, სივრცის დაგეგმვისა და ზამთრის ოპერაციების ტექნიკური პრინციპებიც შეისწავლეს.

 


როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, „ზამთრის კურსი“ საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 


მათივე განმარტებით, სამომავლოდ სწავლების საერთაშორისო დონეზე განხორციელება და ნატო-ს წევრი, პარტნიორი და მეზობელი ქვეყნებიდან სამხედროების მონაწილეობა იგეგმება.

 


ალიანსის წევრ ბევრ ქვეყანაში, მკაცრი ზამთრის გამო, ზამთრის კურსის ჩატარება და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ნატოს მხრიდან პრიორიტეტად არის მიჩნეული.

 

 

საერთაშორისო სტუდენტების მონაწილებით ზამთრის პირველი კურსი 1927 წელს ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი