გიორგი კვირიკაშვილი ვიზა-ლიბერალიზაციაზე: ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება
09-12-2016, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური მიესალმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, რაც, მისი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილებისაკენ უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.

 


„ჩვენ კიდევ დაგვრჩა გასავლელი მთელი რიგი პროცედურები, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია.

 


„ეს არის არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს შიდა რეფორმების დღის წესრიგს იმისთვის, რომ ქვეყანაში ავწიოთ ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური განვითარების დონე მოვიყვანოთ იმ დონესთან შესაბამისობაში, რომელიც ევროპულ ქვეყანას და ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრ ქვეყანას შეეფერება. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი