ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ჯამში 450 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წარმოების რეალიზაციის ჯაჭვის - სასაწყობე, სამაცივრე მეურნეობების და იმ მნიშვნელოვანი რგოლების განვითარებას, რომელიც აუცილებელია, რათა საქართველომ სრულად აითვისოს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი და შესაძლებლობები.
„ვფიქრობთ, ეს არის ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის კიდევ ერთხელ დადასტურება და გილოცავთ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერას“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.