საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, მცხეთაში, ხონსა და წყალტუბოში მიიღებენ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში 13 600 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.