მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს, - პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია 735 მილიონი ევროს ინვესტიციაზე მომდევნო წლების განმავლობაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, რომელთა შორის არიან - KFW, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) და მსოფლიო ბანკი.
„ვფიქრობთ, ამ ინვესტიციის შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტურობის გაზრდა, ექსპორტის და იმპორტის მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება, რაც რეგიონულ ქსელებში საქართველოს ინტეგრირებას რამდენჯერმე გააუმჯობესებს. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია ასევე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რათა საქართველოში გენერაციის ობიექტებისთვის მოსაზიდი ინვესტიციები წავახალისოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.