პრემიერ მინისტრი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის
09-12-2016, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხზე მუშაობის თხოვნით მიმართა კულტურისა და განათლების მინისტრებს, რომლებმაც ამ მიმართულებით მეტი კონკრეტიკა საზოგადოებას მთავრობის მომავალი სხდომისთვის უნდა შესთავაზონ.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, საარჩევნო პროცესისა და გრძელვადიანი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა იუბილეს აღნიშვნა ისეთ დონეზე, როგორც ეს ყველასთვის ძალიან საამაყო კულტურულ მოღვაწეს შეეფერებოდა.

 


„შოთა რუსთაველის დღის დაწესება იქნებოდა ძალიან კარგი ასევე ახალგაზრდა თაობისთვის, ვინაიდან არ მჭირდება ალბათ იმაზე ბევრი საუბარი, რა უზომოდ ბევრი განზომილება გააჩნია შოთა რუსთაველის ფენომენს საქართველოსთვის და მთლიანად კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამას მივცემთ უკვე ფორმალიზებულ სახეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი