თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, თედო ჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი, უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომლის მუშაობა გუნდში, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან ვფიქრობთ, ბატონი თედოს მუშაობა საგარეო მიმართულებით ჩვენს პრიორიტეტებს ძალიან წაადგება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა და თედო ჯაფარიძეს, შეთავაზების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.