ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპი იწყება
09-12-2016, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება, - პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპს იწყებს.

 


როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გასული წლების განმავლობაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რათა მოქალაქეები უზრუნველყოფილნი ყოფილიყვნენ იმ მომსახურებებით, რომლებსაც დღეს იღებენ.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო უდიდესი შეღავათი, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს საქართველოს მაგალითზე არაერთი ქვეყანა სწავლობს.

 


„დღეს გადავდივართ ახალ, მეორე ეტაპზე, როდესაც უფრო მეტად უნდა გამოიკვეთოს საჭიროებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ასევე ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე - ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც, ჩვენი აზრით, საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა - იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულებების თავიდან აცილების ეფექტური შემთხვევები. ასევე, სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. აქაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მნიშვნელობა ექნება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის მოდელებს”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი