პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით, კონსულტაციების პრეზიდენტსა და მთავრობასთან გამართვის შემდეგ, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდა, რომ მუშაობა საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს.
„იყო სხვადასხვა შემოთავაზება ფორმატთან დაკავშირებით, იყო პრეზიდენტის შემოთავაზება, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვაფასებთ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ისე მთავრობასთან. კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმატთან დაკავშირებით. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით არსებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული არგუმენტები.... ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი. ჩვენი ამოცანა და საბოლოო მიზანი არის კიდევ ერთხელ კონსტიტუციის გადასინჯვა, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული კონსტიტუციის მოქმედი ტექსტით, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.