თავდაცვის მინისტრმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი მიიღო
10-12-2016, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იმყოფება. რალფ ბრაუსკიპეს ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრით დაიწყო.

 


ლევან იზორიამ სტუმარს გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის წარმატებული თანამშრომლობისა და მეგობრობის დასტურია.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშორმლობაზე ისაუბრეს, რაც საერთო ინტერესების გარდა, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიის მხრიდან დამხარებასაც მოიცავს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.

 


ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის თემა იყო. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, მისთვის საამაყოა ქართველი სამხედროების წვლილი ავღანეთში მიმდინარე მისიაში საერთაშორისო კოალიციური ძალების მხარდამხარ, რაც ქართული კონტინგენტის ნატო-ს ძალებთან თავსებადობას უწყობს ხელს. გერმანულმა მხარემ კი, კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი და მათი კონტრიბუცია გლობალური უსფართხოების საქმეში.

 


უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებას. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გატარებას განაგრძობს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესიც განიხილეს.

 

 

თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუსკიპეს პაკეტის განხორციელების პროცესში გერმანიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ SNGP-ის წარმატებით იმპლემენტაციის პროცესის შესანიშნავი მაგალითებია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) პროექტები.

 

 

ყურადღება გამახვილდა ასევე, ნოემბერში გამართულ ნატო-საქართველოს სწავლებაზე. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს მსგავსი სახის სწავლებებისა და გადასროლისწინა წვრთნებისთვის JTEC-ის ინფრასტრუქტურა შესთავაზოს.

 


ლევან იზორიამ გერმანელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფრომაცია. მისი თქმით, საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის ახალი სტრატეგიული ხედვა შეიმუშავა, რომელიც ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს. სტრატეგიული განვითარება წარიმართება 5 მიმართულებით: თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემების ინტეგრირების ხარისხის გაზრდა; ძალების ოპტიმიზაცია; ძალების მზადყოფნა; ინსტიტუციური რეფორმები და საერთაშორისო ჩართულობა.

 


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი