ამერიკის შტატ ფლორიდაში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
12-03-2015, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შტატ ფლორიდაში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 11 სამხედრო იმყოფებოდა.

 

 

  „ბი ბი სი“-ს ცნობით, კატასტროფა ელიგინის სამხედრო საჰაერო ბაზასთან ახლოს, მორიგი წვრთნის დროს მოხდა.

 

 

 ვერტმფრენში მყოფი ადამიანების ბედი ამ დრომდე უცნობია, მაშველები მათ ამ დრომდე ეძებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათ ცხედრებს წყალი ნაპირზე მალევე გამორიყავს.

 


გამოცემის ცნობით, ნისლის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება UH-60 ტიპის ვერტმფრენის პოვნაც.

 


ერთ-ერთი ვერსიით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, უამინდობა ყოფილიყო, თუმცა, მეორე სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც იმავე დროს, ასევე სასწავლო წვრთნაში მონაწილეობდა, ბაზაზე მშვიდობით დაბრუნდა.

 


ელგინის სამხედრო ბაზა სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, რადგან სპეცსამსახურების ცნობით, სანაპირო და წყალი სამხედრო მომზადებისთვის იდეალურ გარემოს უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი