თბილისი-გუდაური-ყაზბეგის საავტომობილო გზაზე ქალაქ დუშეთის გადასახვევიდან ჟინვალამდე და სოფელ მლეთის შესასვლელთან, კვირაზე მეტია, რაც სატვირთო ავტომანქანების, ე.წ. ტრაილერების კოლონაა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს. როგორც Guardian.ge-ს მლეთასთან რამდენიმე მძღოლმა განუცხადა, ისინი სრულ გაურკვევლობაში არიან და არ იციან, როდის მიეცემათ გადაადგილების საშუალება.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, Guardian.ge რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი სეთურიძეს დაუკავშირდა. სეთურიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე შეზღუდვები უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაწესდა. რაც შეეხება გრძელ ავტოკოლონას, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზღვის დონიდან „2 300-2 400 მეტრ სიმაღლეზე, გრიგალის დონის ქარიშხალში“ მათი სპეცტექნიკის ოპერატორების „გმირობის ტოლფასი“ შრომიდან გამომდინარე მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი, მძღოლები რიგში დგანან და მათი გატარება უკვე ეტაპობრივად ხორციელდება, რასაც სეთურიძის თქმით, საპატრულო პოლიცია „საკმაოდ კარგად“ არეგულირებს და ამავე დროს რეგულარულად აწვდის მძღოლებს ინფორმაციას.
„რამდენიმე დღეა სატვირთო მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარება ხორციელდება ეტაპობრივად. ამას არეგულირებს საპატრულო პოლიცია. გამომდინარე ურთულესი მეტეოროლოგიური პირობებიდან, ჩვენ და ჩვენი სპეცტექნიკის ოპერატორები გმირობის ტოლფასად ახერხებენ გააკეთონ ისე, რომ ჯვრის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2 300-2 400 მეტრ სიმაღლეზე, გრიგალის დონის ქარიშხალში გაწმინდონ გზა და გადაატარონ ეს მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი. შეზღუდვები დაწესებულია უსაფრთხოებიდან გამომდინარე. როგორც კი გამოსწორდება ამინდი, უკვე შესაძლებელი გახდება მანქანების უფრო მეტი რაოდენობის გატარება. მძღოლები რიგში დგანან, წუხელ უღეტეხილზე მთელი ღამის განმავლობაში გადადიოდნენ მანქანები. ასე რომ, ნაწილობრივ განტვირთვა ხდება და საპატრულო პოლიცია ყველას ატყობინებს რა სიტუაციაა. თუ რამდენიმე მძღოლმა არ იცის ამის შესახებ, ალბათ, გამორჩათ, ისე კი დაახლოებით ყველამ იცის, როდის და სად უნდა გადაიწიონ. მაგალითად, მლეთა გასუფთავდა გუშინ, განიტვირთა ტრანსპორტისგან, გაიწმინდა მათი ნადგომი ადგილები და მანქანების შემდეგმა რაოდენობამ წინ წაიწია. პატრული საკმაოდ კარგად არეგულირებს ამ ყველაფერს", - განუცხადა Guardian.ge-ს გიორგი სეთურიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.