საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შორის ჟენევაში შეხვედრა გაიმართა.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით, მეორე სამუშაო ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჟენევის პროცესში UNHCR-ის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ინტეგრაციის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური დახმარების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს.
ფილიპო გრანდიმ მინისტრს ვიზიტისა და გაეროს უმაღლეს კომისართან 2017 წლის დიალოგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ UNHCR-ის მანდატის მიუხედავად, ლტოლვილთა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით ოფისის საქმიანობის გააქტიურებას ანიჭებს. ბატონმა გრანდიმ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობასთან ოფისის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრის დროს მინისტრმა სოზარ სუბარმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ევროპის ბიუროს თანამშრომლები", - აღნიშნულია დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.