ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას სახელწოდებით „გამარჯობა საფერავო“ დაესწრო
10-12-2016, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში საქართველოს დესპანთან, გიორგი ციკოლიასთან ერთად, ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას „გამარჯობა საფერავო“ დაესწრო. ქართული ღვინის საღამო ამერიკა-საქართველოს ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

 


"აშშ-ში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი კომპანია „ქართული ღვინის სახლი“, მიმდინარე წლის დეკემბერში, მართავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქციას „გამარჯობა, საფერავო“, რომლის ფარგლებშიც მთელი თვის მანძილზე ვაშინგტონში, სხვადასხვა ღვინის სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში, ბარებსა და რესტორნებში ქართული ღვინის, კერძოდ, „საფერავის“ დეგუსტაციების სერია გაიმართება.

 

 

აქციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საფერავის სხვდასახვა ნაირსახეობა - ქვევრის საფერავი, ნახევრადტკბილი, ახალი ვაზის საფერავი, საფერავი როზე და სხვა. დეგუსტაციებს ღვინის პროფესიონალები, სომელიეები და უბრალოდ, ქართული ღვინის დამფასებლები ესწრებიან.

 


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია. დღეისათვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და მათ გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 294 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი