სატუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელებმა მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. ზურაბ ალავიძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მეგზევის დღის აღნიშნვას საფუძველი 49 წლის წინ, გიორგი რობიტაშვილმა ჩაუყარა (გიორგი რობიტაშვილი საგზაო დარგს 1939-1984 წლებში, 47 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა). რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად წლის შედეგების შემაჯამებელმა შეხვედრებმა 1965 წლიდან ტრადიციის სახე მიიღო, 80-იანი წლებიდან კი ოფიციალურ პროფესიულ დღედ იქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.