გიორგი მარგველაშვილი: ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც
10-12-2016, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

 

 

"1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.

 


დეკლარაციის სულისკვეთებამ გააერთიანა მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები. მას შემდეგ ყველა თანამედროვე საზოგადოება იმის მიხედვით ზომავს თავისი განვითარების ხარისხსს, თუ რამდენადაა რეალიზებული უმთავრესი ეთიკური პრინციპი: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“.

 


ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ადამიანის უფლებები ზოგადად - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და ა.შ. უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს.

 

 

 

მხოლოდ მისი სრულად აღიარების, პატივისცემისა და განხორციელების შემთხვევაში გვაქვს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება.

 


საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს.

 


ამ ფასეულობათა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოული წევრის საქმეა. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი