თბილისის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, გიგა ბოკერიას გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცველებმა „თავისუფალი თაობის“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ორგანიზაციის ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.
ორგანიზაციების „თავისუფალი ზონის“, „დროა“-ს და „აპრიორის“ წარმომადგენლები, პარალელურად, თბილისის პარლამენტის შენობასთან საწინააღმდეგო მოთხოვნებით საპროტესტო აქციას მართავენ.
დღეს, თბილისის პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს უნდა მოუსმინონ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობის წევრებს პარლამენტში არ შეუშვებენ, რადგან მათი თქმით, მსგავსი შეკრებები ქუთაისის პარლამენტის შენობაში უნდა იმართებოდეს.
ისინი მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ, რადგან მათი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცუდად მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.