საქართველოს საგარეო უწყება სტამბულის აფეთქების შესახებ: „თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს“
10-12-2016, 23:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბულის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს".

 

 

"სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს",- ნათქვამია ქართული საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულის შუაგულში, შაბათ საღამოს, საფეხბურთო სტადიონის სიახლოვეს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად მოკლულია 29 და დაშავებულია 166 ადამიანი. ინფორმაციას BBC თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

აფეთქებები, როგორც ამას ოფიციოზი აცხადებს, ავტომაქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედებით და თვითმკვლელის მიერ განხორციელდა და სამიზნე პოლიციის ოფიცრები იყვნენ.

 

 

დაპატიმრებულია 10 პირი. მომხდარ აფეთქებებზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი