ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამწლიან გეგმაზე ესაუბრა.
მისი თქმით, "ჩვენი გეგმა იყოფა სამ ნაწილად. ეს არის მოკლევადიანი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ 2015 წლის მარტი-ივნისის პერსპექტივაში, საშუალოვადიანი, რომელიც გათვლილია 2015 წლის ბოლომდე და გრძელვადიანი – მოიცავს 2015-2017 წლებს. რა თქმა უნდა, ეს კლასიკური გაგებით არ წარმოადგენს გრძელვადიან ჰორიზონტს, თუმცა ჩვენ სავალუტო კრიზიის სტაბილიზაციის ფარგლებში ამ პერიოდს განვიხილავთ, ვინაიდან იმ დევალვაციას, რომელიც გვაქვს, ეფექტი ექნება და ეს ეფექტი არ ამოიწურება ორ თვეში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა იმ კონკრეტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც მოკლევადიანი გეგმით არის გათვალისწინებული.
"მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმა გახლავთ პირველ რიგში პრივატიზაციის დაჩქარება და მთელი რიგი საპრივატიზაციო ობიექტების უფრო დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია. შემდეგი, რა თქმა უნდა, არის ტურიზმის მნიშვნელოვანი წახალისება გაძლიერებული კამპანიით, რასაც უკვე ვახორციელებთ.
ასევე ეს გახლავთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც საინვესტიციო და ბიზნესფორუმების რეჟიმში ინვესტორებთან პირდაპირ და ორმხრივ რეჟიმში გაძლიერებულ მუშაობას გულისხმობს.
ეს არის ასევე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რომელსაც ყოველთვის აქვს დადებითი ეფექტი ბიზნესგარემოზე ბიზნესისთვის მეტი ჟანგბადის დატოვების კუთხით, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც აუცილებლად გულისხმობს დამატებითი უცხოური სესხების აღებას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ამ კუთხით დამატებითი საინვესტიციო პორტფელის დაფინანსებას.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.