ქაიროში კოპტურ საკათედრო ტაძართან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე მაშინ მოხდა, როდესაც წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში წირვა მიმდინარეობდა. დაზიანებები მიიღო სულ ათეულობით ადამიანმა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით საავადმყოფში გადაიყვანეს.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მან დაგმო ტერორისტული აქტი და განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
„ბოროტი ტერორიზმი განხორციელდა ქვეყნის კოპტებისა და მუსულმანების წინააღმდეგ. ეგვიპტე უფრო ძლიერი და უფრო ერთიანი გამოვა ამ მდგომარეობიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალ-სისიმ ეგვიპტის ტელევიზიით გამოსვლისას.

ეგვიპტის ქრისტიანი კოპტები ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ. კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიაა ეგვიპტის მთავარი ქრისტიანული ეკლესიაა.
შაბათს, გიზის პირამიდებთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე ბომბის აფეთქების შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.