ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება
12-12-2016, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლზე, ასევე ტურიზმის, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მისი განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატზე ისაუბრებს.



ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე ესპანეთის დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი