აჭარის რეგიონში - ხულოსა და შუახევის, ასევე იმერეთში - ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
"სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უამინდობა დასავლეთ საქართველოში ღამით კვლავ გრძელდებოდა.
დიდთოვლობის გამო, გართულებული იყო დაზიანების ადგილების აღმოჩენა. ზოგ შემთხვევაში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურ სამსახურს გადაადგილება უჭირდა როგორც მანქანებით, ასევე ფეხით, რაც ართულებდა ადგილებზე აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შეტანას.
ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ზემო აჭარაში ხულოსა და შუახევის რაიონების ნაწილს, ზემო იმერეთში კი - ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ნაწილს. ასევე, ენერგომომარაგება შეზღუდულია ხარაგაულის რაიონის ნაწილშიც. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხულოსა და ჭიათურაში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, დაზიანების ადგილებში გადაყვანილია დამატებითი ტექნიკური ბრიგადები კომპანიის სხვა ფილიალებიდან", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.