ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ლარის გაუფასურების გამო ფასების საერთო დონე იანვარში 0,35 %-ით, თებერვალში კი – 0,11 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"საგარეო ფაქტორებმა გაძლიერებულ დოლართან ერთად გამოიწვია გაცვლითი კურსის ცვალებადობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლარი გამყარდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან, რაც არ გვაძლევს ვალუტის გაუფასურების შედეგად ექსპორტის წახალისების ეფექტს.
დოლართან ლარის გაუფასურების ფონზე, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლებია. ფასების საერთო დონე იანვარში დეკემბერთან შედარებით გაიზარდა მხოლოდ 0,35 პროცენტით, ხოლო თებერვალში დაახლოებით 0,11 პროცენტით", - განაცხადა ხადურმა.
მან საგარეო ვალთან მიმართებაში დევალვაციის გავლენაზეც ისაუბრა და დაადასტურა, რომ კურსის ცვლილების გამო აღებული ვალი გაიზარდა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.