პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს და პროგრამის კოორდინატორს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებში, ლინა მილნერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიმდინარე პროექტები განიხილეს.
"ხაზი გაესვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს საქართველოში.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ამ კონტექსტში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფარგლებში, ქართულ-აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ეფექტურობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების თვალსაზრისით.
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.