თერჯოლის გამგებელი: გადაუღებელი წვიმის შედეგად კატასტროფული ზარალი არ გვაქვს - მუშაობა, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
12-12-2016, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე არხები გაიჭედა და თერჯოლის ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. წყლის მძლავრმა ნაკადმა მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის შენობის სარდაფიც დატბორა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მონიტორინგს პირადად თერჯოლის მუნიციალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე უწევდა.

 

 

 

 

 

 

როგორც Guardian.ge-ს თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, ძლიერი წვიმის შედეგად, სერიოზული ზარალი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სანიღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

 


"კატასტროფული ზარალი არ გვაქვს, დახურული სანიაღვრეები გაჭედა წყლის მძლავრმა ნაკადმა. ამოვთხარეთ ახლა ეს არხები და გაწმენდას ვახორციელებთ. დაიტბორა მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობის სარდაფიც. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, აქ ნალექი ძირითადად თოვლის სახით იყო", - განუცხადა Guardian.ge-ს თეიმურაზ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამსახურები მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი