„ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბრალდების მხარე მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის პოზიციას, არ დაეთანხმება.
„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე, გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაია რჩეულიშვილს დღეს ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის თქმით, რჩეულიშვილს უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები, თუმცა, საბოლოო დიაგნოზისთვის, ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ ჩათვალეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.