„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილი დირექტორი, ბრალის აღიარების შემდეგ, 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა
13-12-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილი დირექტორი ირაკლი მინდელი, პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებული ბრალის აღიარების შემდეგ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

 

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მინდელის ინტერესების დამცველებმა დააყენეს.

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

 

სასამართლო პროცესზე დაკითხვისას მან დღეს მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისება და გაფლანგვა დაადასტურა.

 


მინდელი სასამართლოში დაკითხვამდე დუმილის უფლებას იყენებდა. ირაკლი მინდელს სახელმწიფო ბრალდება „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად მენაშენეთა კუთვნილი, მილიონ ლარზე მეტის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი