მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ჩვენს ეკონომიკაზე რომ არ აისახოს, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
გახარიას თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოკლევადიანი თემაა და მოსალოდნელია დასტაბილურება.
"უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ჩვენს ეკონომიკაზე რომ არ აისახოს.
ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ 4-პუნქტიანი გეგმაც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო სწრაფი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.