პარლამენტის წევრმა, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა მოსახლეობას 2016 წელს გაწეული მუშაობის დეტალური ანგარიში წარუდგინეს
13-12-2016, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა და ნინოწმინდისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე ჰქონდა აღებული, სრულად არის შესრულებული და 2017 წელსაც გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

 

 

 

 

 


ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ენზელ მკოიანმა ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიღწევებზე, საპარლამენტო მუშაობის პერსპექტივებსა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

 


ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 88 -ე მუხლის შესრულების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ვრცელი ანგარიში მოსახლეობას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა წარუდგინა.

 


შეხვედრამ ამომრჩევლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

 


როგორც Guardian.ge-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამგებელმა დაწვრილებით ისაუბრა 2016 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და დეტალურად გააცნო მოსახლეობას თუ რაში დაიხარჯა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც მიმდინარე წელს 8 მილიონ 688 ათას ლარს შეადგენდა.

 

 

 

(ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი მოსახლეობისთვის მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისას, 12 დეკემბერი, 2016 წელი, ქ. ნინოწმინდა) 

 


გაგიკ კარსლიანმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ მუნიციპალიტეტის 2016 წლის მთლიანი ბიუჯეტიდან - 8 მილიონ 688 ათასი ლარიდან 2 898 000 ლარს გათანაბრებითი ტრანსფერი შეადგენდა, 1 898 500 ლარს საშემოსავლო ნაწილი, 1 292 000 ლარი გარდამავალი ნაშთი იყო, 1 615 000 ლარი რეგიონული ფონდის, 380 000 მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის, 572 000 ლარი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, ხოლო 1950 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებია.

 

 

გაგიკ კარსლიანის ინფორმაციით, 2016 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განხორციელდა შემდეგი პროექტები:

 

 

„300 000 ლარი - გზების მოხრეშვა შემდეგ სოფლებში:

 

 

- სპასოვკა- ორლოვკა - 35 000

 

- დიდი ხანჩალი (შიდა გზები) –35 000

 

- ფოკა - ვლადიმიროვკა - 25 000

 

- ფოკა (შიდა გზები) – 30 000

 

- ჯიგრაშენი (შიდა გზები) – 30 000

 

- ნინოწმინდა - ოროჯალარი - 40 000

 

- ოროჯალარი (შიდა გზები) – 35 000

 

- პატარა არაგიალი (შიდა გზები) - 30 000

 

- გორელოვკა (შიდა გზები) - 40 000 ლარი

 

 

300 000 ლარი- რიტუალების სახლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ავეჯის შეძენა (ქ. ნინოწმინდა, ჟდანოვაკანი /მშენებლობა/, გორელოვკა, ტამბოვკა, ოროჯალარი, ეფრემოვკა, უჩმანა)

 

 

 

 

 

- 150 000ლ - კულტურის სახლების რეაბილიტაცია (ფოკა, გორელოვკა, ჰეშტია)

 

 

119 800 ლარი - გარე განათების მშენებლობა - სოფლებში:

 


- სოფელი დიდი ხანჩალი - 20 000


- ოროჯალარი - 15 000


- პატარა კონდურა - 10 000


- ორლოვკა - 10 000


- კულალისი - 10 000


- საღამო, მამწვარა, დიდი კონდრიო, დილიფი - 59 800 ლ.

 

 

მინი სპორტული მოედნების მშენებლობა - 140 000 ლარი

 


- ქ. ნინოწმინდა - 25 000


- სოფ. სათხა - 45 000


- სოფ. ფოგა - 30 000


- სოფ. როდიონოვკა - 25 000


- დიდი კონდურა - 15 000

 

 

სპორტული დარბაზების მშენებლობა - 90 000 ლარი, მათ შორის:

 


- სოფ. განძა - 70.000ლ.


- სოფ. ღაურმა - 20 000ლ.

 

 

კულტურის სახლის რეაბილიტაცია -10 000 ლარი:

 


- სოფ. ჯიგრაშენი - 10 000 ლარი

 

 

რიტუალების სახლის რეაბილიტაცია - 230 000 ლარი

 

 

- ქ. ნინოწმინდა - 140 000ლ

 

- გორელოვკა - 15 000ლ.

 

- ჟდანოვაკანი - 20 000ლ

 

- ეფრემოვკა - 15 000ლ.

 

- უჩმანა - 20 000ლ.

 

- ოროჯალარი - 20 000ლ.

 

 

საბავშვო ბაღის მშენებლობა - 30 000 ლარი.

 


- სოფ. დილიფი - 30 000 ლ.

 


ქ. ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია - 10 000 ლ.

 


რიტუალების სახლისათვის მაგიდა-სკამების შეძენა -12 000 ლ.

 


- სოფ. ტამბოვკა - 12 000ლ.

 

 

ქ. ნინოწმინდის ახალი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია - 90 000ლ.

 

 

- სოფ. ფოკის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია - 5 000ლ.

 

 

ხიდების მშენებლობა - რეაბილიტაცია - 95 000 ლარი, მათ შორის:

 

 

- დილიფი, ოროჯალარი, პ.არაგიალი, კატნატუ, დ.ხანჩალი, სათხა

 

 

სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 215 700

 


200 000 ლარი - საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა /ქ. ნინოწმინდის საიათნოვას, ერზრუმის, მიქელაძის, დერჟინსკის ქუჩები.

 


ფეხბურთის გუნდისთვის - 80 000 ლარი

 

 

რაგბის გუნდისთვის - 20 000 ლარი.

 

 

წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში იქნა გაწვეული:

 

 

- საგაზაფხულო -15 წვევამდელი, საშემოდგომო - 5 წვევამდელი.

 


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოციალური სფერო:

 


ბიუჯეტით გთვალისწინებული იყო: 373 ათასი ლარი, რომელიც დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გათვალისწინებული 10 მუხლის მიხედვით. წლის განმავლობაში სოციალური საკითხებზე მიღებულია - 1 583 ბენეფიციარის განცხადება და ფაქტიურად გაწეულია 369 000 ლარის დახმარება შემდეგნაირად:

 

 

- 06.02.01.- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხაჯები - 74 763 ლ

 


- 06.02.02 - ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს - 5 840 ლ.

 


- 06.02.03 - ინვალიდების ფინანსური დახმარება - 7 875 ლ.

 

 

- 06.02.04 ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯები - 3000 ლ.

 


- 06.02.05 - ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 140.000ლ.

 

- 06.02.06 - მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა - 7 000 ლ.

 

- 06.02.07- გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა - 23 000 ლ.

 

- 06.02.08 - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირველულ ოჯახებისათვის - 41 000ლ

 

- 06.02.09 - ვეტერანებისათვის ფინანსური დახმარება - 15.000ლ


- 06.02.10 - სტუდენტების სწავლის საფასურის ანაზღაურება - 41.000ლ.

 


2016 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურისთვის გამოყოფილი იყო - 115 000 ლარი

 


წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სპორტსმენების მიერ მოპოვებულია:

 


19 ოქროს მედალი, 20 ვერცხლის მედალი და 21 ბრინჯაოს მედალი ( მათ შორის - ჭადრაკში - 4 ოქრო)“, - აღნიშნულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც მან ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წარუდგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი