ილია მეორე: ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა
13-12-2016, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ დიდ წყალობას ვხედავთ საქართველოში. უფალმა იცის ამოფრქვევა წმინდანების. აი, ასე, დღევანდელ დღეს უფალმა ინება ხსენება წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულისა, მეფისა ვახტანგ გორგასლისა, პირველი და მეორე კათალიკოსების, პეტრესი და სამოელისა, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილიამ მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვაზე, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით შესრულდა.

 

 

წირვის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლი დალოცა და იქადაგა.

 

 

"ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. პირველად ანდრია პირველწიდებულს მოუწოდა უფალმა მოციქულეობრივი მოღვაწეობისათვის და მან მოუწოდა თავის ძმას პეტრეს. ანდრია პირველწოდებული იყო პირველი, რომელმაც იქადაგა საქართველოში",- ბრძანა პატრიარქმა.

 

 

ილია მეორემ ვახტანგ გორგასლის გამეფებასა დაა ავტოკეფალიის მიღებაზეც ისაუბრა.

 

 

"ვახტანგ გორგასალის სამყოფელი იყო უჯარმაში. დღეს სამწუხაროდ ის მიტოვებულია. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავიღოთ წყალობა, შესაწირავი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა. ღმერთმა ინებოს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს " - ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი