გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, სირიის პრო-სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ალეპოში სახლებში შედიან და კლავენ მათ ვინც კი შიგნით ხვდებათ, მათ შორის ქალებს და ბავშვებს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა განაცხადა, რომ მათ სარწმუნო სამხილი გააჩნიათ იმისა, რომ 4 ადგილას 82 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეშფოთება გამოხატა სირიის ქალაქ ალეპოში „მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების“ გამო.
მან დაჟინებით მოუწოდა ყველა მხარეს, განსაკუთრებით სირიის მთავრობას და მის მოკავშირეებს, დაიცვან მოქალაქეები.
უფრო ადრე გაერო-ს მრჩეველმა ჰუმანიტარული კუთხით, ჯენ იგლანდმა განაცხადა, რომ ნებისმიერ საშინელებებზე, რომელიც პრო-სამთავრობო მილიციის მიერ არის ჩადენილი, პასუხისმგებელი სირია და რუსეთი არიან.
სირიის არმიის დიდმა მიღწევებმა ალეპოში, მეამბოხეები დამარცხების ზღვარზე დატოვა. აჯანყებულებმა აღმოსავლეთ ალეპოს - ტერიტორია, რომელიც მათ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ დაკავებული - 90% დაკარგეს.
ბან კი მუნის წარმომადგენელმა სტივენ დუჯარიჩმა განაცხადა, რომ „გენერალური მდივანი შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ალეპოში ბოლო საათებში ჩადენილი საშინელებების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.
„მაშინ როცა ხაზს ვუსვამთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ არის შემძლე დამოუკიდებლად გადაამოწმოს ეს გავრცელებული ცნობები, გენერალური მდივანი გადასცემს მის სერიოზულ შეშფოთებას სათანადო მხარეებს.
„მან ინსტრუქცია გაუწია სირიაში მის სპეციალურ წარმომადგენელს დაუყოვნებლივ გამოიძიოს აღნიშნული, მხარეებთან ერთად, ვინც ამით შეშფოთებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა, რომელსაც ქალაქში ალყაში მოქცეული ადამიანებისთვის უსაფრთხო დერეფნის გაკეთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ცოდნა გააჩნია, BBC-ის განუცხადა, რომ „50 000 ადამიანი დაბომბვების ქვეშ რჩება“ ალეპოში, სადაც რუსებმა უარი განაცხადეს დაბომბვების შეჩერების თაობაზე, რითაც ადამიანებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემოდათ ან დაჭრილი ბავშვების ევაკუაციის განხორციელების საშუალება გაჩნდებოდა.
ჯერეჯერობით ამ საკითხზე სირიის მთავრობის და მისი მოკავშირე რუსეთის მხრიდან საჯარო კომენტარები არ გაკეთებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.